Joe Doe The Example Company 604-555-1234

seotag


ეზაჩიბაში არის ცნობილი თურქული ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1942 წელს. ის ჰოლდინგში აერთიანებს 48 კომპანიას, 12,750 თანამშრომელს და ფლობს 2,8 მილიარდ ევრო საერთო ბრუნვას 2016 წლის მონაცემებით.

ეზაჩიბაშის ძირითადი სექტორებია სამშენებლო მასალების, სამომხმარებლო პროდუქტებისა და მედიკამენტების წარმოება. ასევე, ჯგუფი აქტიურია ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, შედუღების ტექნოლოგიების, სამთო მრეწველობისა და უძრავი ქონების განვითარების სფეროშიც.

ეზაჩიბაში, თურქეთის მასშტაბით, არის თავისი ბიზნეს მიმართულებების უმეტესობაში ლიდერი ეფექტური სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. ეზაჩიბაში გლობალურად გახდა კერძო და საჯარო ობიექტებისთვის, სანტექნიკისა და ფილების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი, შემდეგი ბრენდებით: VitrA, Burgbad, Villeroy and Boch (ფილები), და Engers. ეზაჩიბაშის ჯგუფის მისიაა, იყოს პიონერი ჯანსაღი, ხარისხიანი და თანამედროვე ცხოვრების სტილის. შესაბამისად, ჯგუფი ხელს უწყობს ყველა შვილობილ კომპანიას, გააუმჯობესოს დადგენილი სტანდარტები და აამაღლოს მომხმარებელში პროდუქციის ხარისხისადმი მოთხოვნილებები.

msg msg